რუსეთი მუშაობს, რომ ირანული შაჰიდის ტიპის დრონების წარმოება დაიწყოს, – ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ მოიპოვეს საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი 2025 წლის ზაფხულისთვის აპირებს, რომ 6,000-ზე მეტი Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი აწარმოოს.
Washington Post წერს, რომ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვი კომენტარს არ აკეთებს. კომენტარზე უარს ამბობს გაეროში ირანის მისიაც.
მათივე ინფორმაციით, კრემლი დიდი ხანია უარყოფს ინფორმაციას, რომ მას თეირანი დრონებით ეხმარება, რადგან რუსეთს “საკუთარი წარმოება გააჩნია”.
კომენტარები