რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გააგრძელოს. ამის შესახებ ლავროვმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ გამოცემა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა:
“ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. ჩვენ მზად ვართ, [საქართველოსთან] ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ”. – თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების მინისტრმა ასევე დაამატა, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს საარჩევნო პროცესში ხელოვნურად ჩარევასა და ამით საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის “ცრუ დიქოტომიის” შექმნას ცდილობენ.
“სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ არჩევანზე როგორც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ არჩევანსა და საგარეო კონტროლს შორის, ისე ტრადიციულ ღირებულებებსა და იმ ნეოლიბერალურ მიმართებებს შორის, რომლებიც გარედან არის დანიშნული”. – თქვა ლავროვმა. (ტაბულა)
კომენტარები