საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
სინამდვილეში რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გეგმავს და ახორციელებს აფხაზეთის ანექსიას. ამაზე თავად აფხაზებიც კი წერენ. ასეა – იმპერიები ჯერ ყოფენ სამიზნეს, თიშავენ მათ გარე სამყაროდან, შემდეგ წარმოსახვითი კეთილდღეობისა და მშვიდობის იმედით ახდენენ მათ სოციო-ეკონომიკურ ინტეგრაციას, სინამდვილეში კი აჩლუნგებენ რეალობის აღქმასა და წინააღმდეგობის უნარს და ბოლოს სრულად შთანთქავენ მათ.
როგორც მიხეილ ჯავახიშვილის “ლამბალო და ყაშაშია” რუსი ეპისკოპოსის პირით თქმული – რუსეთისათვის რუსეთი იქაა, სადაც რუსი სამხედრო დგასო.
რუსეთს დათმობის ენა არ ესმის. არც არასდროს ესმოდა. თუკი ვინმეს ეგონა რუსეთს როგორც უნდა ისეთ საგარეო პოლიტიკას გავატარებ და რუსეთი დამიყვავებსო – შეცდა და ცდება. ამიტომაა საკვანძო დამარცხდეს რუსეთი.
კომენტარები