რუსეთში კატეგორიულად უარყოფენ ალექსეი ნავალნის მოწამვლაში რაიმე მონაწილეობას.
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი “რია ნოვოსტისთან” საქართველოსა და აშშ-სკენ იშვერს ხელს:
„ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ქიმიური ნივთიერებების დამზადებით არ ვართ დაკავებულნი. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აშშ-ის ლაბორატორიებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში“
მართალია, რუსეთის დეპუტატი ღიად არ ასახელებს ლუგარის ლაბორატორიას, მაგრამ საქართველოში აშსს-ს ლაბორატორიას როცა ამბობს, ცხადია, ლუგარს გულისხმობს.
იური შვიტკინა არ არის მხოლოდ დეპუტატი, ის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიუტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, რაც მის განცხადებას კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის. იმედია, საქართველო და აშშ პასუხს გასცემენ რუსეთის ბრალდებებს.
კომენტარები