ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთი ომს აგებს. ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
“ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მთელ მსოფლიოში გრძელდება. რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება, ეს გაეროში ბოლო დღეებში ვნახეთ. მორალურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი რუსეთის ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა”, – თქვა ბორელმა.
მინისტრები დღეს უკრაინელი სამხედროებისთვის ახალი სასწავლო მისიის შექმნაზე იმსჯელებენ.
როგორც ბორელმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ირანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს.
“ჩვენ განვიხილავთ ირანის ჩართულობის კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მაგრამ დღევანდელი სანქციები დაკავშირებული იქნება დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებთან”, – თქვა მან.
კომენტარები