უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთზე და პუტინზე საუბრისას, თქვა:
“მას მრავალ-ვექტორული მიდგომა აქვს, ლიდერობასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც რუსეთისგან წავიდა, ვისაც აქვს უფლება არ იყოს რუსეთი, აქ მთელი ისტორიაა. კავკასია – კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები – მოლდოველები, ხოლო უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს რუსული ენის გავლენის დაკარგვაა, მან რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგა, მეორე უკრაინის წარმატება – გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და მოსახლეობის თვალსაზრისითაა – ხალხი იფიქრებს, ჩვენ გვეუბნებოდნენ ევროკავშირი არც ისე და აი, დიახაც, შეხედეთ, როგორი ნაბიჯები გადადგეს. ახალგაზრდა ადამიანები იტყვიან, თუ იქ შეიძლება, ჩვენთან, რუსეთში რატომ არ შეიძლება? ბევრი რამეა..
ეს ამბიცია იმისა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი დარჩა რომ იცხოვროს? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს? მისი გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგია არის, როცა ფიქრობ იმაზე, რა მოუვა 1–წლის მერე სახელმწიფოს, რომელსაც მართავ უკვე საუკუნის მეოთხედის განმავლობაში. სტრატეგიაა, როცა ფიქრობ, რა იქნება შენს მერე, მე მაგალითად, მაინტერესებს, სად იქნება უკრაინა. თუ არ მაინტერესებს, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, შემიძლია მივბრძანდე. ეს არ არის მხოლოდ პუტინის შეცდომა. მე რუსი ხალხის მრჩევლად არ გამოვდგები, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სტრატეგია… ამიტომ მისი ეს მთელი მრავალ-ვექტორულობა დააკარგვინებს აფხაზეთსაც, რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს. პრობლემა ისაა, როგორ გავაგრძელებთ თანაცხოვრებას – რამდენიმე თაობის შემდეგაც კი – ესაა პრობლემა. კარგი წვეულება იყო, ბიჭებო, მაგრამ ვინ დაალაგებს?”
კომენტარები