უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთს საკუთარი ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებს და აცხადებს:
„რატომ ბომბავს რუსეთი საკუთარ ქალაქებს? იმისთვის, რომ შეინარჩუნოს უკრაინის საწინააღმდეგო ისტერია და შეაფერხოს დასავლური იარაღის მოწოდება.
კრემლს ელოდება ტრიბუნალი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო“
3 დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქებში, ბელგოროდსა და კურსკში, ტოჩკა-U რაკეტების, კასეტური საბრძოლო მასალისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დასახლებულ პუნქტების წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელეს.
კომენტარები