უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს:
“უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დანაღმეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი აფეთქების მიზნით. მიზნად ისახავენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას და ტერორისტულ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულების საფუძვლის შექმნა სურთ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით”
კომენტარები