რუსეთი სამხედრო წარუმატებლობის გამო თავის პროპაგანდას ცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სადაზვერვო სამსახური Telegram-ზე ავრცელებს:
განცხადების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალების “უძლეველობისა” და მარცხის შესაცვლელად, რუსულ მედიას ნარატივის შეცვლა დაევალა და ომის წარმოჩენა, როგორც რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირება ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებთან. კრემლის მიხედვით, “ეს უფრო ძლიერ მტერთან დამარცხების სირცხვილს შეამცირებს”.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, კრემლის ტელეარხების, ონლაინ მედიისა და პუტინის მომხრე ბოტების არმიის ლიდერებს ახალ საინფორმაციო პოლიტიკაზე გადასვლა ევალებათ.
“ოკუპანტის პროპაგანდისტები გადარჩენისთვის გაერთიანების აუცილებლობასა და კრემლის დიქტატორის პოლიტიკის მიმართ ბრმა ნდობის შესახებ რუსებს ტვინებს გაურეცხავენ”. – წერია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები