კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რუსი სამხედროები მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში შეიჭრნენ და ამბობს, რომ აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქარხანაზე თავდასხმის გეგმები ოფიციალურად გააუქმა და თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს უბრძანა, გადაკეტონ ქარხანა “ისე, რომ ბუზმა ვერ გაიფრინოს”.
ცნობისთვის, უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარები ქარხანაში შეიჭრნენ და მათ განადგურებას ცდილობენ.
კომენტარები