უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მიიღო ცნობა, რომ რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების გეგმას, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს.
“ეს-ესაა ჩვენი დაზვერვისგან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან მივიღე ანგარიშ. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარებს განიხილავს – ტერორისტული აქტი რადიაციის გაჟონვით. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს”. – თქვა ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში.
ზელენსკის თქმით, უკრაინა არსებულ ინფორმაციასა და სამხილებს აწვდის პარტნიორებს: ევროპის ქვეყნებს, ამერიკას, ჩინეთს, ბრაზილიას, ინდოეთს, არაბულ ქვეყნებს, აფრიკას.
“მსოფლიო გაფრთხილებულია, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს”. – თქვა ზელენსკიმ.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ზელენსკის სიტყვებს სიცრუე უწოდა.
კომენტარები