ოდიშინიუსი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გორსა და თბილისში, რუსეთიდან ჩამოყვანილი მანქანები დაალომბარდეს და შემდეგ ისევ რუსეთში გადაიყვანეს.
სქემის მიხედვით, ერთ-ერთი პირი რუსეთიდან ჩამოყვანილ მანქანებს საქართველოს მოქალაქეებზე აფორმებდა, რომელთა დახმარებით, სატრანსპორტო საშუალებებს ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებში ალომბარდებდა.
საქმე 20-მდე ავტომობილის ლომბარდის თანხის მითვისების ფაქტს ეხება – ჯამში 200 000 დოლარამდე.
საქმის მასალების მიხედვით, რამდენიმე მანქანა რუსეთში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიისგან ,,იკარისგან” იქირავეს. ჩამოიყვანეს საქართველოში, დაალომბარდეს და ისევ რუსეთში გადაიყვანეს.
კომენტარები