უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ყოფილი რუსი ადვოკატისა და პოლიტიკოსის, მარკ ფეიგინის Youtube-ის არხზე ისაუბრა, რომ უკრაინაში რუსეთის 58-ე არმია გაანადგურეს.
“მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი. ამ დროს კი რუსული პროპაგანდა ამბობს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ა.შ. ზაპოროჟიეში 42-ე დივიზია ჩეჩნეთიდა, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები ანგარიშს აბარებენ [რუსეთის გენშტაბს], რომ არ არიან ბრძოლისუნარიანები, განადგურებულიი მათი შემადგენლობის 80% და ითხოვენ ხელახალი ფორმირებისთვის გაყვანას. მთელი 58-ე არმია განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მე-100 ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მე-7 ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათაშორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, თუმცა მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებენ”.
კომენტარები