ფოტო – Bloomberg
“დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოები აზიური კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავენ. საუბარია ჩინურ, ირანულ და ჩრდილოეთ კორეულ კომპანიებზე, რომლებიც, მათი თქმით, რუსეთს სამხედრო დანიშნულების ნაწილებს და ტექნოლოგიას აწვდიან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
განხილვების მიზანია, რომ ქვეყნებმა 24 თებერვლისთვის სანქციების პაკეტის კოორდინაცია მოახდინონ.
წყაროს თქმით, დისკუსიები ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა და G-7-ის თითოეული სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები შეიძლება იდენტური არ იყოს. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ რომელ კომპანიებზე გავრცელდება სანქციები.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
კომენტარები