თემურ ნიშნიანიძე, ყოფილი კონსული უკრაინაში, რომელიც ახლა იმყოფება ოდესაში, “ტვ პირველთან” ამბობს:
“იყო საჰაერო შემოტევა, მაგრამ უკრაინის საჰაერო ძალებმა მოიგერიეს და მარადისობა დაუწესეს შავ ზღვაში, ორ გამანადგურელებს სუ-30-ს. ერთი თვითმფრინავი ჩამოგდებული იყო ოდესასთან მოსვლამდე, მეორემ მოასწრო ოდესაში შემოსვლა და მაშინ ჩამოაგდეს. ეკიპაჟთან ერთად იქნა განადგურევბული. დილა ოდესაში გვქონდა კარგი. გუშინ იყო კრიტიკული ღამე, 30-მდე ჭურვი გამოისრულოს, 2 ადამიანია დაჭრილი ამჟამინდელი მონაცემით. ოდესა საკმაოდ ეფექტურადაა დაცული, საჰაერო დაცვაც მუშაობს, ეს იციან რუსებმა და მთელი ძალისხმევა მიმართული აქვთ დაზვერვაზე, რათა გამოავლინონ საჰაერო თავდაცვის ლოკაცია და მოახდინონ მათი განადგურება – ამას ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ. საკრძნობლად იკლო შემოტევამ, გააქტიურდა უკრაინული ძალები, უკვე ტაქტიკური შეტევები მოხდა უკრაინელების მიერ, კიევის შემოგარენში რამდენიმე პუნქტი დამატებით დაიკავეს და რუსეთმა იწვნია მარცხი. უკრაინა ორი დღეა გადავიდა ტაქტიკურ კონტრ-შეტევაზე. ერთ-ერთი ლოგიკა რატომაც პასიურობენ რუსები – 1. არიან დემორალიზებული, 2. როგორც გაირკვა მათი რადიუსაუბრებიდან, ისინი 17 რიცხვში, ანუ ხვალ ელიან როტაციას, უნდა გავიდნენ ძველი ძალები, რათა მათ გამოუვალონ პამპერსები და შემოიყვანონ ახალი ძალები.
რომ არ ვისაუბროთ ბევრი, ოფიციალური მონაცემით, რუსეთის შეიარაღებაში სულ არის 3 000 ტანკი, აქედან ათასი არის ექსლუატაციაში, 2 000 ტანკი დასაწყობებულია, არ არის ისინი მზად სამხედრო ოპერაციებისთვის, საამისოდ მხოლოდ 1000 ტანკი აქვთ და აქედან 430 უკვე გაანადგურა უკრაინამ. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ოფიციალური მონაცემია და ეს ციფრები თავად მეტყველებს, რომ ტექნიკული კუთხით აქვთ ჩავარდნები.
ტაქტიკა რაც ჰქონდათ დაგეგმილი, ეს ჩანს, რომ ვერ განახორციელა. ახლა აკეთებენ გადაჯგუფებას და ტაქტიკის ცვლილებას. ძირითადი ძალები გადაისროლეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ვერ ახერხებენ უკრაინის ოკუპაციას, ამიტომ გადაიტანეს მთავარი აქტივი აღმოსავლეთის ფრონტზე.”
კომენტარები