ხანძარი მოსკოვის გარეუბანში – კოროლევში, სადაც კოსმოსური და სარაკეტო ინდუსტრიის ბევრი საწარმოა, ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა რას – უცნობია, რადგან როგორც უკრაინულ ტელეგრამ არხებზე წერენ, ხანძრის შესახებ ინფორმაციას მოსკოვი არ ასაჯაროებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქალაქში კვამლია.
კოროლევს არაოფიციალურად “რუსეთის კოსმოსურ დედაქალაქს” უწოდებენ. ის მოსკოვის რეგიონში, წარმოების ცენტრად ითვლება. აქ განთავსებული მრავალი საწარმო და ინსტიტუტი დაკავშირებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და სარაკეტო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მასშტაბური ხანძარი იყო გუშინაც. ცეცხლი ქალაქ ტვერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 7 ადამიანი.
კომენტარები