სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“რუსეთის მიერ კიევის დაჯგუფების გაყვანა არის მორიგი ფლიდობა. მოლაპარაკება გაჯანჯლდება 6-7 დღე ( მაქსიმუმ), რაც დაჭირდება კიევიდან დონბასამდე ძალების გადასროლას, რის შემდეგ იქნება კონცენტრილებული დარტყმა დონბასში, რომელიმე მიმართულებაზე, სამხრეთ ფრონტზე, ხელსაყრელი თავდაცვითი ხაზების შესაქმნელად.”
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის რეგიონებში საომარ მოქმედებებს „მკვეთრად შეამცირებს“ – განცხადება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ფომინმა გააკეთა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამ რეგიონებიდან ჯარები ნაწილობრივ გაიყვანა.
კომენტარები