ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“ნებისმიერი რეჟიმის პირველი ამოცანა არის ოპოზიციური/დამოუკიდებელი მედიის მოხრჩობა.
ეგრევე დიქტატორად არავინ იბადება.
პუტინიც კი, სანამ კრემლის წინ, ცარიელი ფურცლით გამოსვლისთვის ადამიანების დაჭერას დაიწყებდა, ჯერ მედიის განადგურება მოამთავრა.
ვისაც მაშინ ევგენი კისილიოვი და ნტვ არ მოსწონდა და ძაანაც კაიო იძახდა, დღეს ან თავად ან მისი შვილები უკრაინაში იხოცებიან და კაციშვილი აღარაა დარჩენილი რუსეთში ხმის ამომღები და მათი მომკითხავი.
იგივე ბედს გაიზიარებთ თქვენ, ვისაც გვარამია პიროვნულად არ მოგწონთ და ძალიანაც კარგიო ამბობთ.
რუსეთის მხარეს ომში წაყვანა ალბათ აღარ გემუქრებათ, პუტინს იმის ძალა ნამდვილად გამოაცალეს უკრაინელებმა, კიდევ სხვა ტერიტორიების მიერთებაზე და იქედან ხალხის ფრონტზე გარეკვაზე იფიქროს, მაგრამ აი იდიოტებად და მონებად კი ნამდვილად მოკვდებით.”
კომენტარები