რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა.
30 სექტემბერს, კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არცერთი ანექსირებული რეგიონი სრულად არ კონტროლდება რუსეთის ჯარების მიერ.
ხვალ, უკრაინის ოკუპირებული ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა უნდა დაამტკიცოს რუსეთის საკნონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ.
უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო, აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი ეკონომიკური სანქციები ასობით რუს ოფიციალურ პირსა და კომპანიას შეეხება. სანქციები ასევე შეეხება რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს.
კომენტარები