“სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფის” ადმინისტრატორი, ნინო ჟვანია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მარკმა ბოდიშის მოხდით ჯგუფი აღადგინა. ამ ერთხელ ვპატიობ. აწი გაერკვა სიტუაციაში და ანტირუსული პოსტები კი არა, სულ რომ მაგათი დედის გინებით გასკდე – ხსნილიაო
ასე რომ რუსეთის ფანებო, ალტ-ინფოელო ჩმორებო, მოკლედ მოღალატე ორჯონიკიძეებო – აწი დამარეპორტებთ კი არა, მსგავს კომენტარზეც კი აქეთ დაიბლოკებით. არც ისტორია იცით თქვენ, არც მორალი გაქვთ, არც ტრადიცია და წინაპრები გყავთ გათავისებული, ყველაფერი გაქვთ ფიქტიური და ყალბი. ვინც დღეს კიდევ ეპოტინება რუსეთთან მეგობრობას მენტალობა გაქვთ ავადმყოფური, მონური, ჩმორული.
არაფერი აწი თქვენ არ გეშველებათ. უკრაინის ბოლო დღეების ამბები არის ის ზღვარი რომლის იქითაც ამ ქვეყნის კი არა, საერთოდ სამყაროს ბალასტად გთვლით.
დიახ, თუ მომინდება გავაგრძელებ ამ ჯგუფში აქციებზე გამოსვლის მოწოდებასაც, ან ისევ დავწერ ბინა რუსს არ მიაქირავოთ მეთქი და ვიღაცეები რომ წერდით – სოციალური ჯგუფი იყო და საკუთარ პოლიტიკურ ტრიბუნად გადააქციაო, როგორც საჭიროდ ჩავთვლი ისე იქნება. პირვანდელ ფუნქციას შევუნარჩუნებ ჯგუფს, მაგრამ თემატური პოსტების გარდა რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი ყოველთვის დავწერ და აწი სტრასბურგშიც ვერა, პირდაპირ კრემლში თუ მიჩივლებთ და დამარეპორტებთ ამისთვის.”
კომენტარები