ჟურნალისტი, ნოდარ რუხაძე, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
ეს ადამიანი გაგვეცნო როგორც “როიტერისა” და “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, სინამდვილეში კი რუსული პირველი არხის კორესპონდენტია. აკეთებდა სიუჟეტს დედაენის ბარზე და მოტყუებით ჩაწერა ბარის თანამშრომლები/სტუმრები. გამოვიძახეთ პოლიცია, დავაფორმატეთ ჩიპი. გაიცანით, რიმა ბერულავა.”
ნოდარ რუხაძე, აქვეყნებს ასევე ფოტოს, სადაც ჩანს, რომ კადრში მოხვდა მიმოწერაც ტელეფონიდან და წერს:
“რიმა ბერულავას სატელეფონო მიმოწერა რუსული პირველი არხის სავარაუდო პროდიუსერთან.
– რიმა, გამარჯობა! მე შვებულებაში ვარ. თუ რამე საჩქაროა, მომწერე, თუ შეიძლება.
რიმა: კაწია, ჩვენ ვიღებთ რეპორტაჟს. მე ვუთხარი რომ სხვა არხიდან ვარ. მიცნეს და მითხრეს რომ არ უნდათ პირველზე გავიდეს ინტერვიუ. მე წავშალე ვიდეო. მათ გამოიძახეს პოლიცია.”
კომენტარები