რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები ერთ კვირაში $14 მილიარდით (2,3%) შემცირდა.
უწყების ცნობით, 22 აპრილს მონაცემები $607,1 მილიარდს შეადგენდა, 29 აპრილს კი $593,1 მილიარდი შეადგინა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. რუსეთის ოქროს რეზერვების გაყინვასთან ერთად, შეზღუდვები შეეხო ყველა ოპერაციას, რომელიც უკავშირდება ცენტრალური ბანკის რეზერვებისა და აქტივების მართვას, და ოპერაციებს ნებისმიერ იურიდიულ პირთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის სახელით ან მითითებით მოქმედებს.
კომენტარები