დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი BBC Radio 4-თან აცხადებს, რომ უკრაინაზე გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რუსეთს იარაღი და საბრძოლო მასალა ეწურება და ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სამხედროები არ ჰყოფნით: “მეგობრები შემოაკლდა”.
“ჩვენ ვხედავთ ამ სასოწარკვეთას მრავალ დონეზე საზოგადოებაში და რუსული სამხედრო მანქანის შიგნითაც. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თვითკმაყოფილებას”, – თქვა ფლემინგმა.
ჯერემი ფლემინგი დღეს უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიურ ლექციას დაესწრება, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრებს. BBC მისი გამოსვლის ტექსტიდან ნაწყვეტს აქვეყნებს:
“რუსეთის დანაკარგი – ადამიანური რესურსისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით – გასაოცარია. ჩვენ ვიცით, რუსმა მეთაურებმაც ადგილზე იციან, რომ მათი მარაგები და საბრძოლო მასალები იწურება. რუსეთი ძალები ამოწურულია”
კომენტარები