საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი:
“
დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ასამბლეაში მხარი დავუჭირე რუსეთის აგრესიაზე, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.
საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად (100 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი) მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები“.
ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია, მისი ხასიათის და მასშტაბის გათვალისწინებით, წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების აშკარა დარღვევას, შესაბამისად სრულად გმობს ამ დანაშაულებს.”



კომენტარები