საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ბოლო ორი დღეა კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუსეთის წითელი ხაზების აბსურდულობა: უკრაინელებმა ამერიკული ATACMS-ისა და ბრიტანული Storm Shadow-ების მეშვეობით რუსეთის ტერიტორიებზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. არადა რუსეთი იმუქრებოდა ეს წითელი ხაზია და შეიძლება დასავლეთთან ომის დასაწყისის მიზეზი გახდეს თუკი გადაიკვეთაო. დაიწყო ომი? არა. ამ შემთხვევაშიც, რუსეთის წითელი ხაზები ისეთივე აბსურდული გამოდგა როგორც:
– ყირიმს თუ დაბომბავთ წითელი ხაზიაო, რომ ამბობდა;– ყირიმის ხიდს თუ დაბომბავთ წითელი ხაზიაო, რომ ამბობდა;– უკრაინას შემტევ იარაღს თუ მიაწვდითო წითელი ხაზიაო, რომ ამბობდა;– რუსეთის ტერიტორიას თუ ნებისმიერი იარაღით დაბომბავს უკრაინა წითელი ხაზიაო, რომ ამბობდა;– რუსეთის ტერიტორიაზე თუ გადმოვა ომი წითელი ხაზი იქნებაო, რომ ამბობდა;– ფინეთს და შვედეთს, რომ ემუქრებოდა ნატოში შესვლა წითელი ხაზი იქნებაო;და ასე შემდეგ.ვიცით რუსეთის წითელი ხაზები.ყველა ეს წითელი ხაზი გადაიკვეთა.კრემლს ამ ყველაფერზე საპასუხოდ მხოლოდ მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების დაბომბვის გაგრძელება და ევროპაში საბოტაჟის განხორციელება ძალუძს და აკეთებს კიდეც ამას, მაგრამ ის წითელი ხაზები, რომელიც თითქოს რაიმე დიდი დამანგრეველი და მსოფლიო ომის მომტანი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში სიცარიელე გამოდგა, სრულიად ლოგიკურადაც, რადგან, ნებისმიერ აგრესორს ეშინია ძალის, წითელ ხაზებს კი სხვების დასაშინებლად იყენებენ ხოლმე.
რუსეთი მუქარებს გააგრძელებს. ბირთვულ იარაღზეც ბევრს ისაუბრებს, შეიძლება ბირთვული გამოცდაც განახორციელოს საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ აგრესორები მხოლოდ მაშინ იქნებიან კიდევ უფრო თამამები და გაბედულები თუკი სხვებს შეეშინდებათ მისი. სხვა შემთხვევაში მათი წითელი ხაზი სხვა გადაკვეთილ წითელ ხაზებადვე დარჩება.
კომენტარები