კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ურთიერთობა აშშ-სთან უფრო ხისტი გახდება, ძველებური სახის აღარ იქნება.
“დიახ, მათთან სხვანაირი ურთიერთობა გვექნება ძველებური ურთიერთობა აღარ გვექნება. მათთან ხისტი ურთიერთობა გვექნება”. – თქვა კრემლის სპიკერმა აშშ-სთან ურთიერთობაზე.
“სინამდვილეში, აშშ-მ უკვე იმდენი რამ ჩაიდინა, რომ დიდი ხნის წინ შეიძლებოდა ამის გაკეთება (დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა). თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აშშ არსად წავა, აშშ-სთან ჩვენ ცხოვრების გაგრძელება მოგვიწევს. მათთან ურთიერთობა მაინც მოგვიწევს”. – თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ს მიერ მოსკოვისთვის სანქციების დაწესებამ და კიევისთვის შეიარაღების მიწოდებამ ორ ქვეყანას შორის აქამდე უკვე რთულ ვითარებაში მყოფი ურთიერთობები გააუარესა.
კომენტარები