პოლიტოლოგი, ლევან შენგელია:
რადგან პოლიტიკის ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება იშვიათი ხილია ჩვენში (ალბათ სხვაგანაც, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ! ), ეგებ სხვა, ცხოვრებისეული მაგალითების ანალოგიით მაინც მივხვდეთ რაღაცას…
ადამიანს რაღაც რომ სჭირს და ექიმი რომ ეუბნება, ოპერაციაა საჭირო და კარგად დამთავრების შანსი მხოლოდ 70%-ა, მაგრამ ოპერაცია თუ არ გაიკეთე, აუცილებლად მოკვდებიო, რა უნდა ქნას იმ კაცმა, თუ საღ გონებაზეა?!
არ არის ძნელი გამოსაცნობი, ხომ?
ომი ვინ ნორმალურს უნდა, ევროპა-ამერიკას რომ უნდოდეს, მაგრამ ცოფიანი ძაღლი როცა დაძრწის ეზოში, არჩევანი აღარ გაქვს – უნდა მოკლა ის ცოფიანი, თუ არადა მის ჭკუაზე და დილიხორზე მოგიწევს ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე!
რაციონალური აზროვნება და პრაგმატიზმი დასავლელს არავისგან ესწავლება და იოლად ვერაფერი ააღებინებს ხელს იმ კომფორტზე, რომელიც თავისივე შრომით და ტვინისჭყლეტით მოუპოვებია!
სწორედ ამიტომ არათუ უარს იტყვის ომზე, როგორც ცნობიერ თუ ლატენტურ პრორუსებს ეიმედებათ, არამედ პირიქით – ჯოჯოხეთს დაატეხს იმას, ვინც მის ცხოვრების წესს და მონაპოვარს დაემუქრება!
ასეა, როგორც “თუთაშხიაშია” ნათქვამი, იბრძვი მაშინ, თუ იმას ემუქრებიან, რაც გიყვარს და თავს გირჩევნია. თუ მხოლოდ შენი თავი გიყვარს, მაშინ წამოკოტრიალდი ტახტზე (თუ გაცალა მომხდურმა), ნუ გაანძრევ ხელს, გამოაცხადე კაპიტულაცია!
მოკლედ, ის ცოფიანი ძაღლი რუსეთია და მარტო უკრაინას არ ემუქრება ის!
ამიტომ, მისთვის გამოწერილია “რეცეპტი”, რომელსაც აუცილებლად მიიღებს!
აბა ბიჭო, იმის ჩიტია ცივილიზებული მსოფლიო, რომ ირაციონალური შიშების გამო მონად დაუდგეს ზომბების ქვეყანას!
კომენტარები