რუსეთმა შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან, პრეზიდენტი ბაიდენი, მისი შვილი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი და CIA-ს უფროსი უილიამ ბარნსი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ რუსეთში შესვლა აეკრძალათ. რუსეთმა სანქციები დაუწესა კანადის პრემიერმინისტრ, ჯასტინ ტრუდოსაც და 312 კანადელ თანამდებობის პირს,
რუსეთის სანქცირებულთა სიაშია აშშ-დან:
- აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი;
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი;
- პენტაგონის უფროსი ლოიდ ოსტინი;
- პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწე ჯეიკ სალივანი;
- CIA დირექტორი უილიამ ბერნსი;
- გაერთიანებული შტაბის უფროსი მარკ მილი
- თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი;
- პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დულიპ სინგჰი;
- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი სამანტა პაუერი;
- აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი;
- აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი;
- აშშ-ს სახაზინო მდივნის პირველი მოადგილე ადევაილ ადეემო;
- ექსპორტ-იმპორტ ბანკის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რეტა ჯო ლუისი.
კომენტარები