შავ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა, ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანული გემი, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში შევიდა.
ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
“Defender-ი გაფრთხილებულ იქნა, რომ გამოყენებული იქნებოდა იარაღი, თუკი ის რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადაკვეთდა. გაფრთხილებას რეაქცია არ მოჰყოლია”. – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა.
ინფორმაციას უარყოფს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და ამბობს, რომ “გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა.”
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, მათი გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო გზით მიდიოდა. უოლასმა ასევე დაამატა, რომ HMS Defender-ს გასასვლელ გზაზე პრობლემას უქმნიდნენ რუსული ხომალდები, რომლებიც ახლო რადიუსში ვარჯიშებს ატარებდნენ.
კომენტარები