ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა.
„3 თებერვლიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, სარკინიგზო მომსახურება დროებით შეიზღუდება,“- აღნიშნულია რუსეთის რკინიგზის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ვირუსმა ქვეყანაში 361 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება.
კომენტარები