უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 76 ადამიანი დაიბრუნა. აქედან 60 სამხედროა (მათგან 10 ოფიცერი) და 16 მშვიდობიანი მოქალაქე.
პირველად უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 24 მარტს გაცვალეს, მაშინ რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, იმავე დღეს, ოდესასთან ჩაძირული გემიდან გამოყვანილი 11 რუსი მშვიდობიანი მეზღვაური რუსეთში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ, ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სამოქალაქო გემის, სატფირის 19 მეზღვაური.
პირველ აპრილს 86 რუსის სანაცვლოდ სამშობლოში 86 უკრაინელი დაბრუნდა. 9 აპრილს ტყვეები გაცვლის შედეგად, უკრაინის 26 მოქალაქე, მათ შორის, 10 ქალი გაათავისუფლეს. ხოლო აპრილს უკრაინამ 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა.
კომენტარები