ატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა:
„მათ[რუსებმა] იციან, რომ სერიოზული შედეგები დადგება. არ დავაკონკრეტებ, როგორი რეაგირება გვექნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება გამოიყენონ. ჩვენ ვაგზავნით ამ მესიჯებს და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა პოტენციური შედეგები იმდენად დიდია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. რიტორიკა, მუქარები, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი აწარმოებს, საშიშია და უგუნურია“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, 22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.
კომენტარები