ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსმა ოკუპატებმა ხერსონი დაბომბებეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფები წითელ ჯვართან ერთად, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით ოსტროვის მიკრორაიონში მიემართებიან, თუმცა იქ დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობითვის, გასული დღის განმავლობაში რუსეთი ხერსონის რაიონს თავს 57-ჯერ დაესხნენ.
კომენტარები