ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:
“უკრაინას ომი მეთოდურად გადააქვს რუსეთის ტერიტორიაზე. მეთოდი კი საკმაოდ ეფექტური და ამავე დროს მტკივნეული – რუსეთის მსხვილ ქალაქებში რეზონანსული ტერაქტები ცნობად სახეებზე და წერტილოვანი მგრძნობიარე დარტყმები მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე.
ფიზიკური დანაკარგებით გამოწვეული ზიანის გარდა, ეს იწვევს რუსეთში საზოგადოების დემორალიზაციას, ხელისუფლებისადმი უნდობლობას, რომელიც პოტენციურად შეიძლება გადაიზარდოს პროტესტში და სხვა ნეგატიურ თანმდევ პროცესებში, გამომდინარე შედეგებით, რომელთა დადგომაც რომ იტყვიან “не за горами”
ჯერჯერობით, რუსეთმა კიევის ამ ტაქტიკას ვერაფერი დაუპირისპირა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსეთში დაახლოებით 2,5 მილიონი ეთნიკური უკრაინელი ცხოვრობს!”
კომენტარები