თადარიგის პოლკოვნიკი, აკია ბარბაქაძე:
მძიმე და რთული რეალობაა დგება, რომელიც ოთხ პუნქტში გამოიხატება:1. რუსეთმა, რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანა;2. საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს მკაცრი განცხადება, დაგმოს რუსეთის მცდელობა და გააფრთხილოს რუსეთი, რომ თუ რუსეთის სამხედრო ფლოტი საქართველოს სანაპირო აკვატორიაში აფხაზეთში თუ განთავსდება, საქართველო ჩაკეტავს საზღვრებს, შეწყვეტს ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან, აკრძალავს ფრენებს და მოითხოვს გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის საგანგებო სხდომის მოწვევას;3. საქართველომ უნდა მიმართოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მოითხოვოს დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები;4. გააფრთხილოს რუსეთი, რომ შეწყვეტს ენგურჰესიდან აფხაზეთში ელენერგიის მიწოდებას;
კომენტარები