სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი რუბენ მერაბიანი, “პალიტრანიუსთან” პასუხობს კითხვას, რას ელოდებოდა სომხეთი რუსეთისგან და ამბობს:
“უპირველესად ადეკვატურ, პოლიტიკურ განცხადებას, სომხეთს აქვს უფლება მოითხოვოს სამხედრო დახმარება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რუსეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ შეეძლოს შეიარაღების მოწოდება, ესეც მისი ვალდებულებაა “ოდეკაბეს” პირობებში. რუსეთი ახლა თავად იმ მდგომარეობაშია, რომ რომელიღაც მესამე ქვეყნებს მიმართავს იმ დანაკარგების შესავსებად, რომელიც ამ ომში განიცადა. მას არ ჰყოფნის ტყვია–წამალი, არ ჰყოფნის სათადარიგო ნაწილები, არ ჰყოფნის კიდევ ბევრი რამ. არის საუბრები, რომ დასახმარებლად შეიძლება საერთოდ ჩრდილოეთ კორეასაც კი მიმართოს. ასეთ მდგომარეობაში, სომხეთი ნამდვილად არ ელოდა სამხედრო დახმარებას, უფრო მეტიც, სომხურ მედიაში ცირკულირებს ინფორმაცია, რომელიც ჯერ არავის უარჰყვია, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი გადარიცხეს ჯერ კიდევ უკრაინასთან ომამდე, რათა სომხეთისთვის იარაღი მიეწოდებინათ, მაგრამ ამ დროისთვის, არც ფულია, არც შეიარაღება. აი, ასეთი სიტუაციაა და ახლა, ჩემი ინფორმაციით, სომხეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა სუბიექტებთან, თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.”
კომენტარები