2023 წლიდან 2026 წლამდე რუსულ არმიას ფართომასშტაბიანი ცვლილებები ელოდება, კერძოდ, საუბარია სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდაზე. ინფორმაციას Ria novosti ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონ ნახევრამდე სამხედრო მოსამსახურემდე. მხოლოდ შეიარაღებული ძალების ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების გაძლიერებით გარანტირებული იქნება სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებაში.
კომენტარები