უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, რუსუდან ივანეიშვილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად ცნო საქართველოს მოქალაქისთვის დაუსწრებლად განაჩენის გამოსატანად.
როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს ავღანეთში NATO-ს ოპერაცია “გადამწყვეტ მხარდაჭერაში” მონაწილეობდა.
ქართველი მოხალისე ცოლ-ქმარი, რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი 2022 წელს უკრაინაში “ქართულ ეროვნულ ლეგიონს” შეუერთდნენ და რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.
კომენტარები