რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში დაკავებული უკრაინის კონსული ალექსანდრ სოსანიუკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად ვადა 22 აპრილამდე მისცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უკრაინის კონსული რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დღეს რამდენიმე საათით დააკავა. მას დახურული ინფორმაციის მიღებაში დასდეს ბრალი.
რუსი სამართალდამცავების ცნობით, ალექსანდრ სოსანიუკი რუსეთის მოქალაქისგან ინფორმაციის მიღების დროს აიყვანეს.
კიევში განაცხადეს, რომ მომხდარი რუსეთის მორიგი პროვოკაციაა და უკრაინის მთავრობა საპასუხო ნაბიჯებს ამზადებს.
კომენტარები