გამოცემა Интерфакс – ის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი ძებნაში გამოაცხადა.
22 მარტს საგამოძიებო კომიტეტმა ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ჟურნალისტს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ვერსიით ნევზოროვმა საკუთარ Instagram და Youtube არხებზე “ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს რუსმა სამხედროებმა გამიზნულად დაბომბეს მარიუპოლის სამშობიარო”.
მოგვიანებით როსკომნადზორმა დაბლოკა ნევზოროვის პირადი საიტი, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა.
ალექსანდრ ნევზოროვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ჟურნალისტია, რომელის კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, 80-იან წლებში დაიწყო. ნევზოროვმა 2014 წელს ყირიმის ანექსია გააპროტესტა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჟურნალისტი საკუთარ გადაცემაში ღიად აკრიტიკებდა როგორც რუსეთის მთავრობას, ისე რუს ხალხს. ახლო წარსულში ნევზოროვი რამდენჯერმე ისრაელში გამოჩნდა.
კომენტარები