გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“საოცარია პირდაპირ რამდენად დამჯერე და მანიპულირებადია ადამიანი.
არ ვიცი ვინ და რას ფიქრობს, მაგრამ
საკმაოდ კარგად შეიარაღებულ 40 მილიონიან სახელმწიფოს, რომელსაც აშკარად ყავს უფრო ძლიერი მხარდამჭერები, დაუწყო სახმელეთო ომი, თანაც იმ ტერიტორიაზე, რომელიც სულით ხორცამდე შენი მოწინააღმდეგეა, არის სრული თვითმკვლელობა, თვითგანადგურება.
არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ
რუსეთს, ჩემი აზრით არასოდეს ჰქონია აზრად კიევის ან ლვივის ფიზიკური და სახმელეთო აღება,
ისევე როგორც დარწმუნებული ვარ რომ თბილისის ფიზიკური აღება არასოდეს ყოფილა მიზანი…. თუმცა ამაზე ვიცი წავა დისკუსიები და კარგით, საქართველო სხვაა, უკრაინა სხვა.
ჩემი აზრით, რუსეთის მიზანი იყო და რჩება მიმდებარე ტერიტორიების ჯერ ათვისება პასპორტების დარიგებით და პრორუსული ადგილობრივი ძალების შეიარაღებით, მერე ამ ტერიტორიების მითვისება და მერე ამ მითვისებულის ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოდ,, აღიარება და მათთან მონური სამხედრო ეკონომიკური ხელშეკრულებების დადება.
ასე მოხდა საქართველოში.
ასე სურს უკრაინაშიც, დონბასსა და ლუჰანსკში.
ამ ტერიტორიების გაერთიანება და მისი იურიდიულ პოლიტიკური აღიარება სურს.
ამჟამად რუსს დამატებით ძალიან დიდი მოცულობის ბიზნეს ინტერესიც აქვს ნორდსტრიმის სახელწოდებით.
აი ამ პროექტის გადარჩენა და გასვებაა მისი მიზანი.
გერმანიის ახალი კოალიციის სამიდან ორი პარტია წინააღმდეგი იყო ყოველთვის ამ პროექტისა, თავისუფალი დემოკრატებიც და და მწვანეებიც.
ეს ყველაფერი უკრაინისადმი აშკარა სამხედრო მუქარამდე.
რა ხდება ახლა?
ახლა კი ასეა მოცემულობა.
ორი გრანდიოზული ქვეყნის ორი ,,მძვინარე,, თავკაცი შეხვდა ერთმანეთს და საერთო განაცხადი ასეთია
,,თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაშიო,, და აქვე აზუსტებს ბაიდენი ,,მძიმე ტექნიკით, ტანკებით და ჯარისკაცებითო,, ანუ ისევ ადასტურებს მის ადრინდელ ვითომდა ,,სიტყვის არასწორად გაგებას,, სადაც თქვა ,,შეღწევა არა ინვაზიას კი დავსჯითო,,
აი ამ მანერით აგრძელებს ბაიდენი
და თუკი მძიმე ტექნიკა და ტანკი შევიდა უკრაინის ტერიტორიაზეო, მაშინ ნორდსტრიმს არ გავუშვებთო.
ესეგი, თუკი დარჩა დონბასსა და ლუჰანკსი,
თუკი აღიარა ეს ტერიტორიები მის ვასალად
თუკი დაიწყო მცოცავი და არაინვაზიური ოკუპაცია საქართველოსავით
მაშინ რა
??????????
მოკლედ,
თავის მოტყუება მაზოხიზმად რომ გადაიქცევა, აი მერე რას ვშვებით,
აი ამაზე ვფიქრობ ახლა…..
ჯერჯერობით უპასუხოდ…..”
კომენტარები