უკრაინა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, დენის შმიგალმა ევროსაბჭოში ონლაინ გამოსვლისას ისაუბრა და თქვა:
“დღეს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ევროსაბჭოში წევრობა შეუჩერა. აუცილებელია, რომ განიხილონ ყველა ის დანაშაული, რომლებზეც უკრაინელებმა პუტინს სტრასბურგში უჩივლეს. პუტინმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.
მოვითხოვთ, რუსეთი დაუყოვნებლივ იყოს გარიცხული ევროსაბჭოდან. რუსეთს არ აქვს უფლება დარჩეს იმ ორგანიზაციაში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებას.
მილიონობით ჩვენი ხალხი უწყლოდ და გათბობის გარეშე დარჩა და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები, რომ შევაჩეროთ ეს უბედურება, მანამ, სანამ მთელი ევროპა ცეცხლის ალში მოექცევა. უნდა დაიხუროს ცა უკრაინის თავზე, რომ გადარჩნენ მილიონობით უკრაინელები და ევროპელები”
კომენტარები