გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“აუტანელი გახდა და უკვე არამარტო გერმანიაში, არამედ დასავლეთ ევროპაში ამ ვითომდა რუსი ,,დისიდენტების,, და სინამდვილეში კი ,,ცოტათი ანტიპუტინისტების,, ,,ცოტათი ანტიავტოკრატების,,
სინამდვილეში კი სულით ხორცამდე ,,ველიკარუსების,, რეკლამა
აი ,,დოჟდების,, და ,,ლისტოჩკების,, და მსგავსების,
ამ ურიცხვი ,,პუტინის წლების” მანძილზე რომ ერთ წესიერ და ნაღდ სიტყვას ვერ ათქმევინებდი რუსულ აგრესიაზე აფხაზეთში, სამაჩაბლოსი, მოლდოვაში, უკრაინაში, და აზიის პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ამ ქვეყნებში რუსი რას და როგორ აკეთებს, ჩვენც კი არ გვაინტერესებს ხშირად. ჩვენც, ეს ,,მსხვერპლი ქვეყნები,, ხშირად ვთვლით ააა, ყაზახეტში იმხელა ბაიკანური აქვს და უნდა იყოს აბა რა? ააა, ტურქმენეთში გაზის პაიპლაინები ააგო და ბურღა და ქაჩა 80 წელი და უნდა იყოს, აბა რა…. ააა, ტაჯიკეთ ავღანეთის ამხელა საზღვარია და უნდა იყოს აბა რა….
მოკლედ,
ეს ტვინში გაჭედილი ,,პრორუსიზმი,, ცოტათი თუ ბევრად ყველას გვაქვს ამ პოსტსაბჭოეთში.
და ახლა ეს ვითომდა რუსოპოზიციის რეკლამა,
ვითომდა დასავლური ფასეულობის რუსული მედიასივრცის გაუთავებელი რეკლამა.
ძალიან მარტივია ლუსრტრაცია, უმარტივესია
აბა, მოაწყოს ვინმე გერმანულმა თუ იტალიურმა არასამთავრობომ, მართლა დემოკრატიული და ფასეულობრივი პრინციპის ორგანიზაციამ ,,დემოკრატი რუსების დემო,, და დაუძახოს ამ ხალხს
ნახავთ რა ლოზუნგებით მოვლენ
ან სულ არ მოვლენ
ან თუ მოვლენ, გეტყვიან, არ გადაიღო დემო, არ ატვირთო სადმე, თუარა ,,რუსეთში ნათესავები გვყავს და პრობლემა შეექმნებათო,,
ან მოვლიან და ,,მტრედები,, ეჭირებათ ხელში და რომ შეეკითხები, რას სურს, ურცხვად გეტყვის რომ ,,ყველა მეომარმა პარტიამ იარაღი უნდა დადოს და მაგიდას მიუჯდეს,,
და რომ ჰკითხავ, კი მაგრამ, მთელი უკრაინული შავიზღვისპირეთი რა, იჩუქა?
რომ ბომბა და ანადგურა ეს ამხელა ქვეყანა რა, შერჩეს ხახვივით და არ გადაიხადოს ერთი კაპეიკი?
ასეთებს რომ შეეკითხები, თუ ცოტა ,,პატიოსანი ადამიანია,, გაწითლდება მაინც და გაჩუმდება
და თუ ურცხვი ცივსისხლიანია, გეტყვის რომ ,,ეგ არ ვიცი, მერე პოლიტიკოსების საქმეაო,,
მოკლედ რა, თავს ნურავინ იტყუებთ ამ ,,კაი რუსებით,, და ,,დემოკრატი რუსებით,,
საქართველოში,
იქნება ეს შავზღვისპირეთზე თუ დედაქალაქში უკვე 100.000 მეტი გყავთ ეს ,,მოპროტესტე რუსი,, და ,,ლტოლვილი რუსი,, და აბა დათვალეთ რამდენი დემო გააკეთეს უკრაინის ან საქართველოს ოკუპაციის საწინააღმდეგო???
თავს ვიტყუებთ ყველა აგერ უკვე სამას წელზე მეტია”
კომენტარები