ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ სჭირდება დახმარება უკრაინასთან ომში.
ალექსანდრ ლუკაშენკო:
“ბელარუსი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე რუსულ ოპერაციაში მონაწილეობას, ამის აუცილებლობა არ არსებობს. რა შეგვიძლია, შევმატოთ რუსულ ჯარს?- არაფერი. რუსეთს ცოცხალი ძალა საკმარისზე მეტი ჰყავს. ვერც სამხედრო ტექნიკას დავამატებთ, იმიტომ, რომ საკმარისი აქვთ, პირიქით, სამხედრო ტექნიკას ჩვენ ვყიდულობთ რუსეთისგან. ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და არც არავინ გვეპატიჟება. გარკვეულ მონაწილეობას მაინც ვიღებთ და ეს მოსალოდნელ თავდასხმაზე რუსული არმიის გაფრთხილებით შემოიფარგლება. თუ ამას შევწყვეტთ, ეს ღალატი იქნება.”
კომენტარები