ლევან შენგელია:
“აი, ხომ ვიცოდი რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც გული დამწყდა!
მეტიც – ვიცოდი რომ გული დამწყდებოდა, მაგრამ მაინც უფრო მეტად დამწყდა გული ვიდრე მეგონა!
რას ვიზამთ, ასეა თუ ისეა, გამარჯვებულს უნდა მიულოცო!
ხოდა, ვულოცავ საქართველოს მთავრობას, ოპოზიციის დიდ ნაწილს და მოსახლეობის ასევე დიდ ნაწილს! შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს – ეგენი რა შუაშიაო, მაგრამ ამათ და ჩვენ ყველას მართლა რომ გვდომოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მივიღებდით აბა რა ღმერთი გაწყრებოდა?!
ხოდა, მარტივი ლოგიკაა – არ გვინდოდა და ვერ მივიღეთ!ან პირიქით – რადგან ვერ მივიღეთ ესე იგი არ გვინდოდა!
ისე, ბეწვზე კი გადავრჩით და ძალიან მაგრად რომ არ გვემუშავა, შეიძლება მოეცათ კიდეც! მარა – ყოჩაღ!
ამ ჯერზეც დარჩა საქართველო ამ მყრალ ჭაობში.
თუმცა ჭაობიც გემოვნების ამბავია!
ცოტა თუ გავაფართოვებთ ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამს – ხალხი (ზუუუსტად) ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს და რასაც გუობს!
ხო, კინაღამ გამომრჩა – რუსეთს ვულოცავ!
მაგათ ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ, კაცო, და კიდევ საქართველოზე ნერვიულობა უნდოდათ?!
მოკლედ, დღეს ასეა, მაგრამ აწი რა იქნება ვნახოთ!
ისე, მაინც ფრთხილად, გამარჯვებულებო – გულში ბოღმის ჩადება იცის ზოგიერთმა და არაერთი თქვენთაგანის ცხვირი მიეჭყლიტება მაგათ მუშტს – ასე მგონია მე!”
კომენტარები