რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, მათ შორის არიან „აზოვის“ პოლკის წევრები.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„თურქეთმა ახლა მიიღო დიალოგისა და დიპლომატიური ძალის რწმენის შედეგი“ – აღბიშნა ერდოღანმა.
„ტყვეთა ეს გაცვლა, რომელიც თურქეთის შუამავლობით მოხდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას სამომავლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მაგალითად, როგორც კი დავბრუნდებით, ისევ დავურეკავთ ლიდერებს და მათთან გავაგრძელებთ სატელეფონო დიპლომატიას”.
კომენტარები