“რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს, არმია საბრძოლო მზადყოფნაში მყავდა”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, მისთვის მტკივნეული იყო იმის ყურება, რაც რუსეთში ხდებოდა.
მან ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, სუვერენული ბელარუსისა და მთელი მსოფლიოს ისტორიაში, უკიდურესად რთული პერიოდია.
კომენტარები