“ტვ პირველი” სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის უახლოესმა გარემოცვამ ოკუპანტ ქვეყანაში – რუსეთში, საქართველოდან მხოლოდ ერთ წელში 40 მილიონი დოლარის სპირტიანი სასმელები და ალკოჰოლი გაიტანა.
ცნობილია კომპანიები, რომლებსაც რუსეთში დიდი რაოდენობით სპირტიანი სასმელები გააქვთ. მათი მფლობელები კი დაკავშირებული არიან ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთან: ესენია:
,,გურჯაანის ღვინის ქარხანა”, რომლის სამეთვალყურეო საჭოში არიან ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და ,,ქართული ოცნების” დეპუტატის ძმა, დავით დუგლაძე;
დიდი რაოდენობით სპირტიანი სასმელი რუსეთში გააქვს ივანიშვილის დეიდაშვილის, უცა მამაცაშვილის ბიზნესპატრნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია ,,ბოლეროს”;
რუსეთში სასმელი გააქვს კომპანია ,,ასკანელ ძმებს”, რომლის მფლობელები, ძმები ჩხაიძეები დაკავშირებული არიან ბიძინა ივანიშვილის ცოლთან და არიან ასევე ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ-მირონები.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით საქართველოდან რუსეთში სპირტიანი სასმელების გატანა 65%-ით არის გაზრდილი.
ეკონომიკის ექსპერტი, ოთო აბესაძე, მედიასთან ამბობს:
“ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი- ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ეკონომიკური აქტორი, რომლთაც ოპერირება სამთავრობო ლობის გარეშე წარმოუდგენელია.
რუსეთში სპირტიანი სასმელების ექსპორტის 65%-იანი ზრდა მხოლოდ ერთადერთ რამეზე მიანიშნებს- ეს არის სამთავრობო პოლიტიკით წახალისებული ექსპორტი, რომელიც ეკონომიკურად ექვემდებარება სანქცირებულ ოკუპანტ სახელმწიფოს”
კომენტარები