გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 134 687-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში კიდევ 58 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1280-მდე გაიზარდა. კორონავირუსი რუსეთში ამ დროისთვის 16 639-მა ადამიანმა დაამარცხა.
კომენტარები