გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 198 676-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 104 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 1 827-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა – ვირუსი 5 308 ადამიანმა დაამარცხა.
კომენტარები